შეტაკება ენმ-ის ოფისთან: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციამ გააღიზიანა

გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 27 აპრილს მოძრაობის „წინ“ ახალმა საპროტესტო აქციამ სიტყვიერი დაპირისპირება და შეტაკება გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები ადგილიდან.

მოძრაობამ „წინ“ კვლავ გამართა საპროტესტო აქციების სერია სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისებთან, რომლებმაც უარი თქვეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შექმნილ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე. იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, სამშაბათს მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის მუშაობაში.

მოძრაობის აქტივისტების თქმით, მათ გააპროტესტეს „ნაცმოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ ქმედებები, რომლებიც თავიდანვე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ კომპრომისის მიღწევისა და კრიზისის დაძლევისათვის.

აქციის დროს მომიტინგეებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისის შესასვლელთან ტაბლოს სამგლოვიარო შავი ლენტი შეაბეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისის შესასვლელ კარზე მიაკრეს სტიკერები და დატოვეს სათამაშო ჯამბაზი წარწერით „შალვა“ - რაშიც პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს მოიაზრებენ.

„ნაცმოძრაობის“ ოფისთან აქტივისტები ბოლოს მივიდნენ და შენობაზე სტიკერების მიკვრა სცადეს, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ენმ-ის მომხრეებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში ჩაერია პოლიცია და დაპირისპირებული მხარეები გააშველა.

აქციის მონაწილეები ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უგულებელყოფენ სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირის წარმომადგენლების მოწოდებებს პარლამენტში შესვლისა და პოლიტიკური საკითხების მის კედლებში გადაჭრის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0