სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში: ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ოჯახის სამი წევრი

გამოწერა
ქვემო ფონიჭალაში გურამიშვილის ქუჩაზე ნარკოდანაშაულისათვის პოლიციამ ოჯახის სამი წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ერთი და იგივე ოჯახის წევრები არიან - მამა, დედა და მათი ქალიშვილი.

როგორც ირკვევა, ოჯახის უკანონო საქმიანობაში ჩართული იყო მცირეწლოვანი შვილიც, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდა შემდგომი გასაღების მიზნით.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჯგუფურად გასაღებას ნიშნავს. 

ყველა ახალი ამბავი
0