პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის რაშიდ ახმადის თქმით, ტერაქტის შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილი სასტუმროს მახლობლად აფეთქდა.
თავდასხმის მთავარ სამიზნედ მიიჩნევა ჩინეთის ელჩი პაკისტანში, რომელიც, არსებული ინფორმაციის თანახმად, კვეტაში იმყოფებოდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანელმა თალიბებმა პასუხისმგებლობა აიღეს თავდასხმაზე, თუმცა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამთ.