ეს უჩვეულო ვიდეო გადაიღო ახალგაზრდა ბლოგერმა სახელად ჯონი FPV (Johnny FPV). მან ახალგაზრდობიდანვე დაიწყო დრონების ათვისება და მათ მართვაში ნამდვილი ოსტატი გახდა. დროთა განმავლობაში მისი მოწყობილობები უფრო და უფრო ვითარდებოდა, რამაც განსაკუთრებულ შედეგებამდე მიიყვანა.
ვიდეო აწყობილია უამრავი ჩანაწერისგან, რომლებიც ავტორმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას გადაიღო. აქ იხილავთ მთებსაც და უდაბნოებსაც, აფრიკულ სავანას და ჩვეულებრივ ქალაქებსაც.