მოლაპარაკებები კვლავ ჩაიშალა: კრიზისი ახალ ეტაპზე გადადის - ვიდეო

გამოწერა
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონის მეორე მცდელობა, შეერიგებინა საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, უშედეგოდ დასრულდა

მედიატორი უკვე გაემართა ბრიუსელში, დაბრუნდება თუ არა არავინ იცის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თბილისში.

კრისტიან დანიელსონის პირველი ვიზიტი საქართველოში 12-19 მარტს შედგა. მეორეჯერ ის კონკრეტული დოკუმენტით ჩამოვიდა, რომელიც მხარეებმა უკუაგდეს.

თავად დანიელსონმა შეთავაზებული საბუთის შემდეგ მომენტები გამოყო: საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ხელისუფლების გადანაწილება, და გამოთქვა იმედი, რომ ამ მიმართულებებით მუშაობა გაგრძელდება.

კრისიზი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლებისათვის ეს საკითხე „წითელი ხაზია“, არჩევნების ფალსიფიცირებას დაუსაბუთებელ ბრალდებას უწოდებს და მოლაპარაკებებში სხვა საკითხებზე კონცენტრირების სურვილს გამოთქვამს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რომლის დათმობასაც არ აპირებს - პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა: ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხი „მთავარი არხის“ თანამფლობელი გიორგი რურუას ციხიდან გამოშვებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0