პოლიციელი 100 მეტრის სიმაღლის ხიდზე აძვრა, რათა თვითმკვლელი შეეჩერებინა - ვიდეო

გამოწერა
ასეთი სიმამაცის გამოჩენა ძალიან რთულია, თუმცა ამ პოლიციელს კარგად ესმოდა, რომ თითოეულ წამს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა

შემთხვევა ნიუ-იორკში უილიამსბურგის ხიდზე მოხდა. თვითმხილველებმა ხიდზე შენიშნეს მამაკაცი, რომელიც „სასოწარკვეთილად გამოიყურებოდა“, და 911-ში დარეკეს. პოლიციელები მამაკაცთან 75 წუთის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ერთ-ერთი პოლიციელი ზემოთ ავიდა, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, რათა მამაკაცს მიახლოებოდა და გადაერწმუნებინა.

მოგვიანებით ამ ამბის გმირმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მამაკაცის ნდობის მოპოვებას ცდილობდა და უხსნიდა, რომ სიცოცხლის ფასი არაფერია. საუბრის შემდეგ, ის მზად იყო ჩამოსვლისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0