საქართველოში სათხილამურო კურორტები ამუშავდა: რიგები ბაკურიანის საბაგიროსთან – ვიდეო

გამოწერა
საქართველოს სათხილამურო კურორტებზე 8 მარტიდან საბაგირო გზები და სხვა ინფრასტრუქტურა ამუშავდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ წარმოიქმნა საბაგიროსთან რიგები.

მანამდე კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს სათხილამურო კურორტების მუშაობა დროებით შეჩერდა. ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და მთავრობა ეტაპობრივად ხსნის დაწესებულ შეზღუდვებს.

8 მარტიდან კურორტებმა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს მუშაობა, თუმცა რიგი შეზღუდვებისა კვლავ ძალაშია. კერძოდ, სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო საბაგიროზე ერთდროულად სამ ადამიანზე მეტი არ დაიშვება.

ყველა ახალი ამბავი
0