ქუთაისში ავტომობილისტებმა საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს - ვიდეო

გამოწერა
საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კვირას ერთდროულად გაიმართა საპროტესტო აქციები საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ. როგორ მიმდინარეობდა აქცია ქუთაისში - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

 

ქუთაისში ავტომობილისტები ქალაქის მერიის წინ გაჩერდნენ და გზა გადაკეტეს. 

თბილისის ცენტრში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
თბილისის ცენტრში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი აქცია გაიმართა

ადგილზე მივიდა პოლიციაც, მოგვიანებით კი დემონსტრანტებს ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები შეუერთდნენ.

„საწვავზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია მიკროავტობუსებისა და ტაქსის მუშაობა. ამ შემთხვევაში ჩვენც გვიწევს მგზავრობის საფასურის გაზრდა. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? მოქალაქეები ვერ შეძლებენ ტრანსპორტით სარგებლობას სიძვირის გამო“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი აქციები კვირას თბილისსა და ბათუმშიც გაიმართა. დემონსტრანტები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მთავრობა საწვავის ფასების ზრდაზე კონტროლს არ დაამყარებს.

ყველა ახალი ამბავი
0