ისევ სკოლისკენ: საქართველოში მოქმედ შეზღუდვებს კვლავ ასუსტებენ

გამოწერა
საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - შეზღუდვების შესუსტება გრძელდება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა ცვლილებები შედის ძალაში ამ კვირიდან

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან ამუშავდა სკოლები - ახლა მოსწავლეები გაკვეთილებს საკლასო ოთახებში დაესწრებიან. მაგრამ, მშობლების გადაწყვეტილებით, ბავშვებს დისტანციურად სწავლის საშუალებაც ექნებათ. 

ორშაბათიდან ქვეყანაში ასევე გაიხსნა ქუჩის კაფეები და რესტორნები. რამდენად კარგ გავლენას იქონიებს ეს კვების ობიექტებზე - ჯერჯერობით უცნობია. დაწესებულებებს სტუმრების მიღება მხოლოდ 20:00 საათზე შეუძლიათ და მხოლოდ სამუშაო დღეებში.

ოპოზიცია განაგრძობს მოქმედი შეზღუდვების გაპროტესტებას, ხოლო ხელისუფლება მათ გაუქმებას არ ჩქარობს, მინიმუმ იქამდე, სანამ ქვეყანაში ვაქცინა არ შემოვა.

ყველა ახალი ამბავი
0