საქართველოს სამი დიდი ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა – ვიდეო

გამოწერა
საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან საჯარო სკოლებში საკლასო ოთახებში დასწრებითი სწავლება სრულად აღდგა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. 

პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა

ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს 1 თებერვლიდან დაუბრუნდნენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების მოსწავლეების 12% – 35,732 ბავშვი დისტანციურ სწავლებაზე რჩება. V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები კი აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილია სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0