რიგი ჰორიზონტს მიღმა: საქართველოში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა

გამოწერა
საქართველოში მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ამუშავდა. ქვეყანაში საახალწლო საყიდლებზე ერთდროულად ასობით ათასი ადამიანი გაემართა. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

სავაჭრო ცენტრებისთვის და მაღაზიებისთვის მუშაობის მკაცრი წესები დადგინდა.

მაღაზიების მუშაობის გრაფიკი დილის 07:00-დან საღამოს 19:00 საათამდე განისაზღვრა, კლიენტების ტალღა კი მკაცრად კონტროლდება. მაღაზიაში ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველი დაიშვება.

გარდა ამისა, დიდ სავაჭრო ცენტრებში არ იმუშავებს გამოსაცვლელი ოთახები და კვების ობიექტები.

სავაჭრო ობიექტები დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0