გლდანში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ – ვიდეო

გამოწერა
„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უსაფუძვლო უწოდა მელიას ბრალდებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის თქმით, ოფისის დაწვის საქმეს შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

ნიკა მელიას შტაბი გლდანში გუშინ დააზიანეს. დამნაშავეებმა ჯერ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს, შემდეგ კი შიგნით „მოლოტოვის კოქტეილები“ შეყარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს. ნიკა მელიამ კი მომხდარი პოლიტიკური მოტივით ახსნა და დამნაშავე კონკრეტული პირებიც დაასახელა.

ყველა ახალი ამბავი
0