მომიტინგეები მესროპ მაშტოცის სახელობის ძველი ხელნაწერების ინსტიტუტთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრისკენ გაემართნენ, ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობასთან, სადაც საღამოს მათ სხვებიც შეუერთდნენ. დემონსტრანტები ყვიროდნენ: „წადი, მოღალატევ!“ და „ნიკოლი - მოღალატე“.
მსვლელობას აკვირდებოდა პოლიცია.
ხუთშაბათს უშიშროების სამსახურის წევრებმა ოპოზიციის ათი ლიდერი დააკავეს.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამდგომლობით ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელ გზაზე 2 ათასამდე რუსი სამშვიდობო ჩადგება და მონიტორინგს გაუწევს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების მშვიდობიანად გადაცემის პროცესს.