პირდაპირი ტრანსლაცია – ხანძარი ბეირუთის პორტში

გამოწერა
ხანძარია ბეირუთის პორტში, სადაც ერთი თვის წინ დიდი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, იწვის ნავთობისა და საბურავების საწყობები. იხილეთ შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში.

ძლიერი ხანძარი გაჩნდა ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე. შავი კვამლი 3 კილომეტრის მანძილიდანაც კი ჩანს. ლიბანის წითელი ჯვრის გენერალური დირექტორის ცნობით, შავი კვამლი ბეირუთის თავზე პორტში ნაგვის წვის შედეგია.

ლიბანური მასმედია იუწყება, რომ ხანძარი Duty Free-ს ტერიტორიაზე ერთ-ერთ ნაგებობაში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და სამხედროები. აალების მიზეზები დგინდება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მოხდა. განადგურდა და დაზიანდა ასობით სახლი, ავტომობილი, ჩაიმსხვა შენობების შუშები, შენობების ნაწილი სრულად დაინგრა. ხელისუფლების ცნობით, მიზეზი გახდა 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის დეტონაცია, რომელიც საბაჟო სამსახურმა 2014 წელს საწყობში გადაიტანა კონფისკაციის შემდეგ. დაიღუპა 190 ადამიანი, 6 ათასზე მეტი დაშავდა. ლიბანის დედაქალაქი გამოცხადდა უბედურების ზონად, ქალაქში 19 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული.

ყველა ახალი ამბავი
0