„ბორჯომის“ დროა: ცნობილმა კურორტმა გადარჩენაზე უნდა იზრუნოს – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება. კურორტები სტუმრების მისაღებად ემზადებიან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ ემზადებიან ტურისტული სეზონისთვის ბორჯომში.

ბორჯომი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. პანდემიამდე ქალაქი ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 სტუმარს იღებდა. ივნისის შუა პერიოდში ქალაქი ტურისტებით იყო ხოლმე სავსე, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო აქ ახლა სიცარიელეა.

საქართველოს შიდა ტურიზმის ოფიციალურ გახსნასთან ერთად ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მფლობელები ახალ რეალობას ერგებიან. კერძოდ, ფასები ახლა გაცილებით ხელმისაწვდომია, რათა მსურველებს რთულ ეკონომიკურ პერიოდშიც ჰქონდეთ დასვენების საშუალება.

თავდაპირველად ამუშავდება პატარა სასტუმროები და ჰოსტელები, ხოლო დიდი სასტუმროები ფუნქციონირებას ერთი კვირის შემდეგ დაიწყებენ. სასტუმროების ნაწილს ივლისის დასაწყისში უცხოელი ტურისტების მიღების მოლოდინი აქვს.  

სასტუმროების მფლობელების თქმით, უცხოელმა დამსვენებლებმა მათთან უკვე დაჯავშნეს ნომრები. თუმცა, რამდენად შეძლებენ ისინი საქართველოში ჩამოსვლას, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0