მინეაპოლისში გუბერნატორის რეზიდენციასთან ასობით ადამიანმა მოიყარა თავი – ვიდეო

გამოწერა
მინესოტას შტატის გუბერნატორის ტიმ უოლცის რეზიდენციასთან მინეაპოლისში საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი მივიდა. მომიტინგეები მოითხოვდნენ იმ პოლიციელების დაკავებას, რომლებიც კავშირში იყვნენ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან.

დემონსტრანტები აქციაზე მივიდნენ პლაკატებით „არა უსამართლობას“ და “ვერ ვსუნთქავ“.

ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან არასწორი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

დემონსტრაციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ზოგიერთ დიდ ქალაქში მომიტინგეებმა მაროდიორობა დაიწყეს.

სამართალდამცველების დასახმარებლად სახელმწიფომ ეროვნული გვარდიის ძალები გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0