როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასკა – ვიდეოგაკვეთილი

გამოწერა
„Sputnik-საქართველო" სააღდგომოდ გთავაზობთ ხაჭოს პასკის რეცეპტს ნათია მონტგომერისგან. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მოვამზადოთ სააღდგომო ხაჭოს პასკა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ხაჭო —500 გრამი; კარაქი — 180 გრამი; არაჟანი — 150 გრამი; თაფლი — 3 ს/კ; შაქარი — 50 გრამი; მოხალული ნიგოზი — 1/4 ჩ/ჭ; ქიშმიში — 1/4 ჩ/ჭ; გარგარის ჩირი — 10 ცალი; ნახევარი ფორთოხლის ცედრა; ნახევარი ლიმონის ცედრა; ერთი ლაიმის ცედრა; ვანილი ან ვანილინი; ფსტა — 100 გრამი; დაშაქრული ვარდის ფურცლები და მარილი — გემოვნებით.

მომზადება: მიქსერში ჩაყარეთ კარაქი, შაქარი, დაამატეთ თაფლი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ არაჟანი, ხაჭო, კვლავ ათქვიფეთ. ჩაამატეთ ნიგოზი, ქიშმიში, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა, დაჭრილი გარგარის ჩირი, ლაიმის ცედრა, ვანილი ან ვანილინი. კარგად აურიეთ. საწური ჩადგით ჯამში, ჩააფინეთ მარლა და ჩაასხით მომზადებული მასა, გადააფარეთ მარლა ზემოდან. დაადგით ზემოდან სიმძიმე, რომ გაიწუროს. შედგით მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში.

მეორე დღეს გაწურული მასა გადმოიღეთ თეფშზე, მოაცილეთ მარლა და ზემოდან მოაყარეთ ფსტა, ლაიმის ცედრა, ფორთოხლის კანი და გამშრალი ვარდის ფურცლები სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

 

ყველა ახალი ამბავი
0