შორს უხერხულობა! ტრამპმა აშშ-ის კონგრესის წინაშე საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა – ვიდეო

გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე „ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

თეთრი სახლის მეთაურმა საკუთარი სამწლიანი პრეზიდენტობა შეაჯამა. გამოსვლის ძირითადი ნაწილი ტრამპმა ეკონომიკურ მიღწევებს მიუძღვნა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკაზე. გამოსვლას უხერხულობის გარეშე არ ჩაუვლია: ამერიკელმა ლიდერმა ხელი არ ჩამოართვა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელძღვანელს ნენსი პელოსის, რის საპასუხოდაც მან ტრამპის გამოსვლის ტექსტის ასლი ყველას დასანახად დახია.

„ჩვენ უნდა ვიყოთ გაბედულები და კრეატიულები, რათა დავასტაბილუროთ რეგიონი და მილიონობით ახალგაზრდას უკეთესი მომავლის შექმნის საშუალება მივცეთ. სამი წლის წინ „აისისის“ ბარბაროსები ერაყსა და სირიაში 20 000 კვადრატულ მილზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებდნენ. დღეს „ისლამული სახელმწიფოს“ ხალიფატი განადგურებულია 100 პროცენტით, ხოლო მისი დამფუძნებელი და ლიდერი, სისხლისმღვრელი მკვლელი ალ-ბაღდადი მკვდარია“, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

ყველა ახალი ამბავი
0