ოჩოფეხებით თბილისში: სახალისო შემთხვევა ქალაქში – ვიდეო

გამოწერა
მუხიანის მცხოვრებლები დღისით უჩვეულო სანახაობას წააწყდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდებოდა დასახლების ერთ-ერთ მთავარ გამზირზე.

ორი ახალგაზრდა მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე ოჩოფეხებით გამოჩნდა, რამაც გამვლელების ყურადღება მიიქცია. ზოგიერთმა მათგანმა ამ ყველაფრის გადაღებაც გადაწყვიტა.

კადრებში ჩანს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გაჭირვებით გადაადგილდებიან – მათ ხელს უშლით ხის ტოტები, რის გამოც დახრა უწევთ, თუმცა სირთულეების გამო ისინი არ შეჩერებულან.

თვითმხილველები ვერ გაერკვნენ, თუ რაში დასჭირდათ ახალგაზრდებს ქალაქში ოჩოფეხებით გადაადგილება. ერთნი ფიქრობენ, რომ ისინი რომელიმე საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან, ზოგიც ფიქრობს, რომ ახალგაზრდებმა სანაძლეო წააგეს და მათი ქუჩაში ოჩოფეხებით გამოსვლის მიზეზი სწორედ ესაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0