“ოქროს მოსავალი“ – საქართველოში თხილის ტრიუმფალური კრეფა დაიწყო – ვიდეო

გამოწერა
სამეგრელოში ბოლო დღეებში საზეიმო განწყობაა – ბოლო წლების განმავლობაში ფერმერებმა პირველად აიღეს თხილის მოსავალი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ამზადებენ თხილს საექსპორტოდ

სამეგრელოში ბოლო დღეებში საზეიმო განწყობაა – ბოლო წლების განმავლობაში ფერმერებმა პირველად აიღეს თხილის მოსავალი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ ამზადებენ თხილს საექსპორტოდ.
თხილი დასავლეთ საქართველოში იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ყურძენი აღმოსავლეთში. ფერმერების ოჯახები მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ შემოსავლით, რომელსაც თხილის გაყიდვით იღებენ.

თუმცა, ბოლო წლებში სამეგრელოში თხილს ფაროსანამ და სხვადასხვა დაავადებებმა შეუტია.

მავნებელს სამი წლის განმავლობაში ებრძოდნენ. ფერმერებს პრობლემის მოგვარებაში თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაეხმარა, რომელმაც ხარისხიანი პესტიციდები გასცა შეღავათიან ფასებში.

საქართველო მომავალ წლებში თხილის ექსპორტით მსოფლიო ბაზარზე პოზიციების დაბრუნებას გეგმავს. ქვეყანა წელს 100 მილიონი დოლარის თხილს გაიტანს ექსპორტზე. ჯამში 45 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.

ფერმერები წელს თხილს გადასამუშავებლად ჩააბარებენ კილოგრამს ორ დოლარად.

ყველა ახალი ამბავი
0