ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ურიკის ქურდები: სათვალთვალო კამერამ სახალისო კადრები გადაიღო

გამოწერა
ვიდეოს, რომელიც გუშინ, 3 სექტემბერს გავრცელდა ქსელში, უკვე 3 მილიონამდე ნახვა აქვს

ინტერნეტის მომხმარებლები კარგად გაახალისა ვიდეომ, რომელზეც საბაღე ურიკის მოპარვის კადრებია აღბეჭდილი. შემთხვევა, რომელიც კრასნოდარის მხარის ქალაქ ბელორეჩენსკში მოხდა, სათვალთვალო კამერამ გადაიღო.  

კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ორი მოზარდი, როგორმე გადაიტანოს ურიკა მაღალ ღობეზე. ამისთვის ბიჭებმა რა აღარ გამოიყენეს: სკამიც, მაგიდაც, კიბეც... ბოლოს რაღაც პირამიდისმაგვარი ააგეს და ძლივს მიაღწიეს დასახულ მიზანს. 

როგორც კი ურიკა ღობის მიღმა აღმოჩნდა, ერთი „ქურდბაცაცა“ შიგ ჩაჯდა, მეორემ კი „საქმიანად“ გააგორა. 

ვიდეოს, რომელიც 3 სექტემბერს გავრცელდა ქსელში, უკვე 3 მილიონამდე ნახვა აქვს. 

ყველა ახალი ამბავი
0