12:08 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
ვიდეო

"ფორსაჟის" ავტობანდა თბილისის ცენტრს ლეწავს – ვიდეო

მოკლე ბმულის მიღება
67910
© video: Sputnik . Anna Anastasiadi, Vladimir Umikashvili

მანქანების შეტაკება, სროლა და ნამდვილი რბოლები! ვინ იფიქრებდა, რომ დიდი შოთა რუსთაველის გამზირი ცნობილი ჰოლივუდური კინოფრანშიზი „ფორსაჟის“ გადასაღებ პოლიგონად იქცეოდა. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

ელეგანტური ავტომობილები, უშიშარი მრბოლელები და კასკადიორები, ადრენალინი და დამწვარი საბურავები – უკვე მესამე დღეა თბილისელები ამ ყველაფრის მომსწრენი არიან. ფილმის გადაღებები უკვე აქტიურ ფაზაშია მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ეს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს.

როგორც ცნობილია, გადაღებები მინიმუმ ორ კვირას კიდევ გასტანს. ლოკაციებს შორის ძველი თბილისი და ქალაქი რუსთავიცაა.

და არ დაგვავიწყდეს: ამერიკული ბლოკბასტერის გადაღებები სახელმწიფო ხაზინას 32 მილიონი ლარით შეავსებს. თანხაში შედის ტექნიკისა ქირა და პერსონალის დასაქმება.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები