„ქუჩაში დავრჩით“ – სასოწარკვეთილი უსახლკაროები ავარიულ შენობაში შეიჭრნენ

გამოწერა
უსახლკარო ოჯახები უკვე ერთ კვირაზე მეტია არ ტოვებენ თვითნებურად დაკავებულ შენობას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

უსახლკარო ოჯახები უკვე ერთ კვირაზე მეტია არ ტოვებენ თვითნებურად დაკავებულ შენობას. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

როგორც ჟურნალისტებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, ამ შენობაში ყოფნა სახიფათოა, ის ავარიულ მდგომარეობაშია. პოლიციელები შენობაში აღარ უშვებენ მათ, ვინც გარეთ გამოვიდა.

წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უსახლკაროები შენობას იკავებენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. აპრილის დასაწყისში იძულებით გადაადგილებულთა ჯგუფმა უკანონოდ დაიკავა დაახლოებთ 200 ბინა Dirsi-ს დაუსრულებელ კომპლექსში. მაშინ პრობლემა აქციის მონაწილეებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკების გზით გადაიჭრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0