ქართველმა მეღვინემ რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე ისაუბრა

გამოწერა
მეღვინე გიორგი გაგუამ „Sputnik-საქართველოს“ გადამღებ ჯგუფთან ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესისთვის რუსული ბაზარი

მეღვინე გიორგი გაგუამ „Sputnik-საქართველოს“ გადამღებ ჯგუფთან ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესისთვის რუსული ბაზარი.

გიორგი გაგუა – ბიზნესმენი და მეღვინეა საგურამოდან. ქართული ღვინით რუსული ბაზრის მომარაგების საკითხი ბიზნესმენისთვის საკმაოდ მგრძნობიარე აღმოჩნდა.

„რუსული ბაზარი ყოველთვის იყო და იქნება ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სეგმენტი. მართალია, ჩვენი წარმოება მხოლოდ ახლა იწყება, თუმცა ჩვენ გეგმებში, რა თქმა უნდა, მოიაზრებოდა რუსული ბაზარი. სამწუხარო იქნება, თუ რუსული ბაზარი ქართველი მეღვინეებისთვის დაიკეტება“, – განაცხადა გიორგი გაგუამ.

მისი თქმით, ბიზნესისთვის მტკივნეული დარტყმა იქნება, თუ მათ პროდუქციაზე უარს იტყვის თუნდაც პატარა ქვეყანა.

„აქ კი საუბარია მრავალმილიონიან ქვეყანაზე, რომელიც ყოველთვის მოიხმარდა ქართულ ღვინოს. ეს პრობლემა ყველა სახის ბიზნესზე იქონიებს გავლენას“, – მიაჩნია ბიზნესმენს.

ყველა ახალი ამბავი
0