არ ესროლოთ გიტარისტს - ვიდეო საპროტესტო აქციიდან

გამოწერა
თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება შინაგა საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენემა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან.

თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება შინაგა საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენემა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან.

სამშაბათს პარლამენტის წინ დაახლოებით ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია მშვიდობიანი ხასიათისა იყო, მომიტინგეებს ხელში თეთრი საჰაერო ბუშტები ეჭირათ და ისმოდა შეძახილები „მშვიდობა!“

გარდა ამისა, იყო სიმღერებიც. ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა სიმღერა ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“.

აქციაზე მხოლოდ ერთი ინციდენტი მოხდა. ორგანიზატორებმა პოლიციას სთხოვეს, გაეყვანათ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროვოკატორებად მიიჩნიეს.

ამასთან, მიტინგის ორგანიზატორებმა შეკრებილებს გიორგი გახარიას მობილური ნომერი ამცნეს, რის შემდეგაც მას აქციის მონაწილეებმა გაუგზავნეს SMS ტექსტით „წადი!“

ყველა ახალი ამბავი
0