დანგრეული შენობები და ცარიელი ქუჩები: აფეთქება ქალაქ არისში - ვიდეო

გამოწერა
ყაზახეთის ქალაქ არისში სამხედრო ნაწილი №44856-ის შეიარაღების საწყობში დიდი აფეთქება მოხდა. ქალაქის მოსახლეობა შიკმენტსა და მეზობელ რაიონებში არიან ევაკუირებული. იხილეთ აფეთქების ვიდეოკადრები, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო

ყაზახეთის ქალაქ არისში სამხედრო ნაწილი №44856-ის შეიარაღების საწყობში დიდი აფეთქება მოხდა. ქალაქის მოსახლეობა შიკმენტსა და მეზობელ რაიონებში არიან ევაკუირებული. იხილეთ აფეთქების ვიდეოკადრები, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო.

აფეთქება 24 ივნისს, დილით მოხდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოსახლეობა ევაკუირებულია.

არისი ქალაქია 45 ათასი მოსახლით, ის შიმკენტიდან 85 კილომეტრში მდებარეობს.

აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. ერთ-ერთი არისის მკვიდრია - მის ავტომობილს ჭურვი მოხვდა და ის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე დაღუპული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურის კონტრაქტორი იყო. მისი ცხედარი სამხედრო ნაწილის მახლობლად აღმოაჩინეს. საავადმყოფოებში გადაყვანილია 89 ადამიანი, 15 მათგანი რეანიმაციაშია.

ყველა ახალი ამბავი
0