02:33 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
ვიდეო

პროტესტის მეხუთე დღე თბილისში - მომიტინგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს

მოკლე ბმულის მიღება
147 0 0
© Sputnik / Vladimir Umikashvili.

თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო მოვლენების ადგილიდან.

საპროტესტო აქციები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ჩამოსვლასა და პარლამენტში მის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. 20 ივნისს გამართული ანტირუსული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, რაზე საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. 

მომდევნო დღეს აქციის ხასიათი მკვეთრად შეიცვალა - ის გახდა უფრო მშვიდობიანი, თუმცა მომიტინგეებმა მოთხოვნებს გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან გადადგომა დაამატეს. მათი თქმით, სწორედ გახარიაა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ჩაინიშნოს არჩევნები პროპორციული სისტემით და გაათავისუფლონ ყველა დაკავებული.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები