03:17 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ვიდეო

მომიტინგეების ავტოკოლონამ ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებით თბილისის ქუჩებში გაიარა

მოკლე ბმულის მიღება
13920
© Sputnik / STRINGER

მომიტინგეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომდე ავტოკოლონით მსვლელობა გამართეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

რამდენიმე ათეულმა ავტომობილმა საყვირებით ჩაიარა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. მგზავრებს ხელში ეჭირათ საქართველოს, აშშ-ისა და უკრაინის დროშები და ტრანსპარანტები. მანამდე აქციის ორგანიზატორებმა ყველას შესთავაზეს პროტესტის ახალი ფორმით გამოხატვა - მათ გააჩერეს ავტომობილები და ერთდროულად ჩართეს საყვირები.

მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება. მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით და გაათავისუფლონ დემონსტრაციის მონაწილე ყველა დაკავებული.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები