როგორ გამოიყურება სახლი ქუთაისში აფეთქების შემდეგ – ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან

გამოწერა
ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის გამო რამდენიმე ბინა დაზიანდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები შემთხვევის ადგილიდან

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის გამო რამდენიმე ბინა დაზიანდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა რამდენიმე ბინა. საავადმყოფოში გადაიყვანეს შვიდი ადამიანი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. 

აფეთქება ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში - Sputnik საქართველო
აფეთქება ქუთაისში: ცნობილი გახდა ახალი დეტალები

ქალაქის მერი დაზარალებულებს ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფას უკვე დაპირდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აფეთქება და ხანძარი განრახ არის ჩადენილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აფეთქების შედეგად ასევე დაზიანებული ერთ-ერთი ტაქსის მძროლის თქმით, მისმა მგზავრმა, დაახლოებით 30 წლის მამაკაცმა გზაში საწვავი იყიდა, სახლში ასვლამდე კი მძღოლს დალოდება სთხოვა და გადახდას დაპირდა. რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა, რამაც ტაქსიც დააზიანა.

მეზობლები ამბობენ, რომ აფეთქებამდე ბინიდან ჩხუბის ხმა ესმოდათ. მათივე სიტყვებით, 30 წლის მამაკაცის გარდა იქ იმყოფებოდა მისი დედა და რამდენიმე ნათესავი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ამ დროისათვის 17 წლის მოზარდი, რომელსაც ტვინის შერყევა და დამწვრობა აღენიშნება, საავადმყოფოში მკურნალობს.

ყველა ახალი ამბავი
0