მოსახლეობამ ცაზე უცნაური ცისფერი ნათება დააფიქსირა - ანომალიის ვიდეოკადრები

გამოწერა
პოლიციაში ტელეფონები გაუჩერებლად რეკავდა. აღმოსავლეთ დალასის მოსახლეობა მასობრივად რეკავდა, რათა ქალაქის თავზე საეჭვო მოლურჯო ნათების შესახებ შეეტყობინებინათ

ამერიკული ტელეარხი NBC 5-ის ინფორმაციით, 4 ივნისის ღამით პოლიციაში ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. აღმოსავლეთ დალასის მოსახლეობა მასობრივად რეკავდა, რათა ქალაქის თავზე საეჭვო მოლურჯო ნათების შესახებ ეცნობებინა

ანომალია უამრავმა ადამიანმა იხილა, თუმცა ინტერნეტში მხოლოდ რამდენიმე ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ოლივერ მატისმა ეს მოვლენა I-635 შოსედან დააფიქსირა. შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ სხვა კადრებიც გავრცელდეს.

ტელეარხი თავდაპირველად დაუკავშირდა ყველა ადგილობრივ ადმინისტრაციას, რათა დაედგინა, თუ სად და რა აფეთქდა. ჟურნალისტების გასაკვირად, არავითარი შემთხვევა არ მომხდარა. ამგვარად, ანომალიის საკითხი კვლავ ამოუხსნელია.

უნდა აღინიშნოს, რომ 31 მაისს მსგავსი მოვლენა დაარეგისტრირეს ბრისტოლშიც (ინგლისი), ადგილობრივი დროით 02:20 საათზე. მედიის ცნობით, ერთ-ერთი ადგილობრივი წყვილი მიდიოდა ტრასაზე A4174 Avon Ring Road, როდესაც უცნაური ცისფერი ნათება დაინახეს.

თვითმხილველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სინათლე ამოუცნობი მფრინავი ობიექტიდან მოდიოდა, რომელიც გზასთან ძალიან ახლოს დაფრინავდა. გასაკვირია, რომ ობიექტი არავითარ ხმას არ გამოსცემდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0