ზაკ კინგის მორიგი ოინები ფიზიკის კანონების წინააღმდეგ

გამოწერა
ზაკ კინგი ამერიკელი ვიდეომემონტაჟეა, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი ექვსწამიანი ვიდეორგოლებით. ამ ვიდეოებით ზაკი ფიზიკის ყველა ცნობილ კანონს „აცამტვერებს“ ციფრული მონტაჟის მეშვეობით და ინტერნეტ-მომხმარებელს მაგიურ სანახაობას ჩუქნის

ზაკ კინგი ამერიკელი ვიდეომემონტაჟეა, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი ექვსწამიანი ვიდეორგოლებით. ამ ვიდეოებით ზაკი ფიზიკის ყველა ცნობილ კანონს „აცამტვერებს“ ციფრული მონტაჟის მეშვეობით და ინტერნეტ-მომხმარებელს მაგიურ სანახაობას ჩუქნის.

ზაკ კინგი სულ 7 წლისა იყო, როდესაც საოჯახო ვიდეოკამერით პირველი „ფილმი“ გადაიღო. მერე ბიოლის უნივერსიტეტის კინოსა და მედია-ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა და მეტად დახვეწა ოსტატობა.

ზაკმა 2010 წელს პირველი ადგილი დაიკავა „ჰიულეტ პაკარდის“ სარეკლამო კონკურსში და ლონდონის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე გავლის უფლებაც მოიპოვა.

კინგმა 2011 წელს YouTube-ზე ატვირთა ვიდეორგოლი სახელწოდებით „ჯედაი ფისოები“, რომელმაც სამ დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. ხოლო მომდევნო ვიდეო „ჯედაი ფისოები საპასუხო შეტევით“ უკვე 17-მილიონიან მაჩვენებელზე გავიდა.

2013 წელს ზაკ კინგი YouTube-მ ამერიკის 25 ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფილმმეიკერების ჩამონათვალში შეიყვანა.

 

ყველა ახალი ამბავი
0