ქართული რაგბი - სოფელ შუხუთში აღდგომას "ლელო" ითამაშეს

გამოწერა
გურიის სოფელ შუხუთში აღდგომას ტრადიციულად ძველი ქართული თამაში "ლელო" ითამაშეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ტრადიციული თამაში

გურიის სოფელ შუხუთში აღდგომას ტრადიციულად ძველი ქართული თამაში "ლელო" ითამაშეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ტრადიციული თამაში

ისტორიკოსების აზრით, "ლელო" სამასზე მეტი წლისაა. წარსულში თამაშის დანიშნულება ბრძოლაში დახელოვნებისათვის გამოიყენებოდა. ადრე თამაში პოპულარული იყო როგორც არისტოკრატებში, ასევე უბრალო ხალხში.

ლელოს" თამაშის ტრადიცია დღემდე შემორჩა, თუმცა წელიწადში ერთხელ, მხოლოდ შუხუთში, მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. თამაშის წესი ასეთია: გუნდმა უნდა მოიპოვოს 16 კილოგრამიანი ბურთი და მეტოქის კარში დაამიწოს. თამაშის დღეს დილიდან ტყავისგან იკერება ბურთი, შიგნით ყრიან მიწას და ასხამენ ღვინოს. ბურთი თამაშში ადგილობრივ მოძღვარს შეაქვს, რის შემდეგაც ნამდვილი შერკინება იწყება.

 

ყველა ახალი ამბავი
0