22:30 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ვიდეო

თბილისელები აღდგომას საკუთარ ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნავენ

მოკლე ბმულის მიღება
25110
© Sputnik / Alex Shlamov

თბილსელებმა Sputnik-ს უამბეს, თუ როგორ აპირებენ მართლმადიდებლური აღდგომის აღნიშვნას

აღდგომა მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. მორწმუნეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციები და რიტუალები, რომლებსაც ძალიან დიდი ისტორია აქვთ. ქვეყნის მოსახლეობას წინ ოთხი დასვენების დღე აქვს, და ყველა ემზადება აღდგომისათვის: დადიან ტაძრებში, ალაგებენ სახლებს, ღებავენ კვერცხებს და აცხობენ პასკებს.

დღესასწაულის მოახლოების გამო, რომელიც წელს 28 აპრილს აღინიშნება, და დიდი მარხვის დასრულების გამო ქვეყნის მოსახლეობა ემზადება სადღესასწაულო სუფრებისათვის და ბევრი მათგანი პროდუქტების შეძენითაა დაკავებული. ამიტომ მათ უკვე მოუწოდეს ხარისხიანი პროდუქტების გადამოწმებულ ადგილებში შეძენისაკენ.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, იყვნენ ყურადღებით და გადაკეტონ ბუნებრივი აირის მიწოდება სახლის ხანგრძლივად დატოვებისა და ქალაქგარეთ ან ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები