დამზადებულია სიყვარულით: სათამაშოები უჩვეულო საწარმოდან

გამოწერა
სოციალური სახელოსნო „კოდალას“ შშმ თანამშრომლები ხისგან ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა სახის სათამაშოებს ამზადებენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მუშაობენ სახელოსნოს ოსტატები

სოციალური სახელოსნო „კოდალას“ შშმ თანამშრომლები ხისგან ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა სახის სათამაშოებს ამზადებენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მუშაობენ სახელოსნოს ოსტატები.

ეს არის სოციალური საწარმო „კოდალა“ თბილისში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ქმნიან. საწარმოში დასაქმებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

„კოდალაში“ მომუშავე ადამიანები მთელ სულს აქსოვენ შრომაში. და, მართლაც, ამ სახელოსნოში შექმნილი ყოველი სათამაშო გაჟღენთილია სიყვარულით.

საწარმოში სულ თორმეტი ადამიანია დასაქმებული. თუმცა, სამუშაო სივრცის უქონლობის გამო ბევრი ოსტატი სახლში მუშაობს. საწარმოს თანამშრომლები ხისგან ჭრიან პაზლებს, მანქანებს, ცხოველებსა და ბევრ სხვა ფიგურას.

სათამაშოების შეძენა შესაძლებელია თბილისის ბევრ ქსელურ მაღაზიაში. საწარმო „კოდალას“ პროდუქცია ასევე გააქვთ გერმანიაშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0