05:55 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ვიდეო

ქაოსი თბილისის გზებზე: ვიდეო მტკიცე ნერვებისთვის

მოკლე ბმულის მიღება
51610
video : Sputnik / Shota Nozadze, Vladimir Umikashvili

„Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა გადაწყვიტა გაერკვია, რამდენად იცავენ ქვეითები და ავტომობილისტები საგზაო მოძრაობის წესებს თბილისში, ამისთვის გადამღები ჯგუფი ქალაქის ქუჩებში გავიდა.

უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. უამრავი „ზებრა“ გადასასვლელი გზებზე სიახლე ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენად იცავენ დადგენილ წესებს ქვეითები და ავტომობილისტები? ამის გასარკვევად „Sputnik-საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა თბილისის ქუჩებში გავლა გადაწყვიტა.

მძღოლი, რომელიც „ზებრაზე“ გადამსვლელ ქვეითებს გზას არ უთმობს, 20 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ამავდროულად ქვეითი უნდა დაჯარიმდეს 10 ლარით, თუ ის გზას შეუსაბამო ადგილზე კვეთს. თუმცა, როგორც კადრებში ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყველასთვის ერთნაირი მნიშვნელობის არაა, ზოგი კი უბრალოდ მიიჩნევს, რომ ქალაქში მის გარდა არავინ ცხოვრობს.

არსებობს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. ისინი კანონმორჩილ ქვეითებს მოუწოდებენ, არ დაუთმონ გზა „ზებრაზე“ ურჩ მძღოლებს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ შუქნიშანზე ქვეითებისთვის მწვანე შუქი ანთია.

თუმცა რეალობაში ასეთი რეაქცია შესაძლოა ძალიან ცუდად დამთავრდეს. შსს-ს სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში ავარიის შედეგად 125 ქვეითი დაიღუპა, 2014-მა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

ასეთი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები იმართება. მაგალითად, თბილისში „ზებრები“ უფრო თვალშისაცემი და შესამჩნევი გახდა, გაიზარდა შუქნიშნებისა და „მწოლიარე პოლიციელების“ რაოდენობა... ჩვენ კი გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ქვეითს და მძღოლს, რომლებიც იცავენ მოძრაობის წესებს და გზაზე სხვების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

მეტი ვიდეო

მთავარი თემები