ტაქსისტები VS პოლიცია: ჭარბი ემოციები საპროტესტო აქციაზე

გამოწერა
პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ტაქსისტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ხმაურიანი საპროტესტო აქცია

პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ტაქსისტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ხმაურიანი საპროტესტო აქცია.

ოთხშაბათს ათობით ტაქსისტმა მოიყარა თავი სადგურის მოედანზე, რათა პროსტესტი გამოეხატა ხელისუფლების მიერ დადგენილი ახალი რეგულაციების წინააღმდეგ. შემდეგ მათ საკუთარი ავტომობილებით იმპროვიზებული ავტოგარბენა მოაწყვეს, რომლის მარშრუტიც საქართველოს პარლამენტთან დასრულდა. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე იცირე ხნით მოძრაობაც გადაკეტეს, რის გამოც პოლიციასთან დაპირისპირება მოუვიდათ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ტაქსისტების საპროტესტო აქციები გაგრძელდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ახალი აქცია თბილისში 11 აპრილს იგეგმება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0