საოცარი მინიატურები – "კავკასიის ქალების" სამოსის კოლექცია

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს გამოფენა "ქალები კავკასიიდან", სადაც წარმოდგენილია ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ქალთა სამოსის მინიატურული კოლექცია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება უნიკალური ნამუშევრები

საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს გამოფენა "ქალები კავკასიიდან", სადაც წარმოდგენილია ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ქალთა სამოსის მინიატურული კოლექცია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება უნიკალური ნამუშევრები.

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა სახელწოდებით "ქალები კავკასიიდან – ასმათ საღირიძის სამყარო". აქ წარმოდგენილია კავკასიის სხვადასხვა რეგიონების ხალხთა ქალების სამოსები, რომლებიც ეთნოგრაფმა ასმათ საღირიძემ ორიგინალს მაქსიმალურად მიამსგავსა.

"აქ თითქმის ყველა ჯგუფი გვაქვს, რომელიც კავკასიაში ცხოვრობს – არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩრდილოეთ კავკასიელებიც, ასევე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი და სომეხი ქალების ეროვნული სამოსები. მე ასევე შევქმენი იმ ეთნიკური ჯგუფების სამოსები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ დასახლდნენ კავკასიაში და მის ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ", – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას ასმათ საღირიძემ.

ეთნოგრაფმა აღნიშნა, რომ ის კოლექციებს მაქსიმალურად ზუსტად ასრულებდა ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით. მან გამოიყენა XIX საუკუნის ფოტოები, ეთნოლოგიური კვლევები, ძველი გრავიურები და ნახატები, მეცნიერთა და მოგზაურთა ნაშრომები, რომლებშიც სამოსის ფერების შესახებ იყო საუბარი, ვინაიდან მაშინდელი ფოტოები შავ-თეთრია. თითოეული მინიატურის დასამზადებლად ასმათ საღირიძე სხვადასხვა ფოტოებსა და მონაცემებს ადარებდა, რათა მაქსიმალური სიზუსტით შეესრულებინა სამუშაო. ამ ყველაფრის შესწავლას მკვლევარმა 15 წელი დაუთმო.

ყველა ახალი ამბავი
0