რუსთავის ახალი კარტოდრომი - პირველი შეჯიბრებები საერთაშორისო კლასის ტრასაზე

გამოწერა
რუსთავის ახალ კარტოდრომზე, რომელიც რუსთავის სარბოლო კომპლექსის Rustavi International Motorpark ტერიტორიაზე გაიხსნა, პირველი საერთაშორისო შეჯიბრებები გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ახალი ტრასა და როგორ მიმდინარეობდა კარტინგების რბოლა

რუსთავის ავტოდრომი Rustavi International Motorpark-ის ტერიტორიაზე ახალ კარტოდრომზე პირველი შეჯიბრება გაიმართა. როგორც Sputnik-თან საუბარში ავტოდრომის დამაარსებელმა და მფლობელმა შოთა აბხაზავამ განაცხადა, რომ ამ მოვლენისათვის მან და მისმა თანამოაზრეებმა დრო და ძალები არ დაიშურეს და როგორც იქნა, საქართველოში შეიქმნა ყველა პირობა სპორტის ამ სახეობის მაღალ დონეზე განსავითარებლად.

შაბათ-კვირას რუსთავის ახალ კარტოდრომზე კარტინგებით ავტორბოლის ქართული საერთაშორისო სერია Rustavi International Karting Series 2019 (შემოკლებით RIKS-2019) გაიმართა. რბოლებში მონაწილეობა მიიღო 18-მა სპორტსმენმა საქართველოდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. ეტაპის გამარჯვებულებს გადაეცათ ჯილდოები.

ყველა ახალი ამბავი
0