კომპანია "ყაზტრანსგაზის" ოფისთან თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოწერა
"სამოქალაქო მოძრაობამ" "ყაზტრანსგაზის" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის მოთხოვნით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდებოდა მიტინგზე

"სამოქალაქო მოძრაობამ" "ყაზტრანსგაზის" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის მოთხოვნით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდებოდა მიტინგზე.

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სამშაბათს თბილისის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზის" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა პლაკატებით და ლოზუნგებით "ნუ გვწამლავთ!", "ყაზტრანსგაზი" კლავს!", "იგრძენით პასუხისმგებლობა!". აქციის ორგანიზატორი იყო თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი და "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ არც ქვეყნის ხელისუფლებას და არც კომპანიას არავითარი ზომები არ მიუღიათ მსგავსი შემთხვევებისგან თავის დასაცავად. აქციის მონაწილეები "ყაზტრანსგაზის" საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის დამყარებას, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას და კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვდნენ.

ბუნებრივი აირის გაჟონვა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული თემაა – იანვრის შუა პერიოდში აფეთქების შედეგად მრავალსართულიან სახლში ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. სამართალდამცველებმა სამსახურებრივი ვალდებულებებისადმი გულგრილობის საფუძველზე კომპანია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0