12:16 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ვიდეო

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ტურ-ოპერატორი სამოგზაურო ამბებს გვიყვება

მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)
28120
© Sputnik / Alex Shlamov

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა ტურ-ოპერატორის როლი მოირგო და მოგვიყვება მათ საქმიანობაზე, ვისაც მოგზაურობის დაგეგმვას ვანდობთ.

პროფესია ტურ-ოპერატორი გულისხმობს ტურისტული პროდუქტის მომზადებასა და ტურისტული ბაზრისთვის შეთავაზებას, სადაც მოქმედებენ: ადგილობრივი, გამყვანი და შემომყვანი ტურ-ოპერატორები.

გამგზავრებამდე მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის სწორად განაწილებაა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სწორი ადგილის შერჩევა, რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყოს. ვის გვინდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემდეგ თვეების განმავლობაში სესხის გადახდა მოგვიწიოს?

ამიტომ არსებობს ტურ-ოპერატორის პროფესია, რომლის ფუნქციებშიც შედის სერვისის მომწოდებლების შერჩევა და ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, ტურ-პაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, გიდის, ტრანსპორტის, კვებისა და განთავსების ობიექტების შერჩევა და ტურის მიმდინარეობის კონტროლი.

პროფესია მოითხოვს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე ცოდნას; უცხო ენის, კომპიუტერული პროგრამებისა და ტურისტული ბაზრის მოთხოვნილებებში გარკვევას.

თემები:
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)

მეტი ვიდეო

მთავარი თემები