როგორ ცდილობდნენ მძღოლები ტექდათვალიერების თავიდან აცილებას - რიგები ხელახალ რეგისტრაციაზე

გამოწერა
ასობით მანქანის რიგი წარმოიქმნა შსს-ის მომსახურების სააგენტოსთან გასული წლის ბოლო დღეს. იხილეთ VideoHub Georgia-ს ვიდეო კადრები

ასობით მანქანის რიგი წარმოიქმნა შსს-ის მომსახურების სააგენტოსთან გასული წლის ბოლო დღეს. იხილეთ VideoHub Georgia-ს ვიდეო კადრები

საქართველოშ 2019 წლის 1 იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექინსპექტირება სავალდებულო გახდა. თუმცა მანქანები, რომლებიც 2018 წელს ან უფრო ადრეა რეგისტრირებული, მიიღეს გადავადება იმ თვემდე და რიცხვამდე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების წინა რეგისტრაციის დროს არის მითითებული.
ბევრი ავტომობილისტი, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებს ტექდათვალიერების გავლა არ შეეძლო, ფიქრობდნენ, რომ ავტომობილის სხვა მეპატრონეზე გადაფორმებით, ავტომობილის სავალდებულო ინსპექტირების ვადას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებდნენ, თუმცა 2018 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებულმა ავტომობილებმა მხოლოდ 1 თვის ვადა მიიღეს ტექდათვალიერების გასავლელად.

ყველა ახალი ამბავი
0