2018 წლის ბოლო დღის ამინდის პროგნოზი თანაწამყვანებთან ერთად

გამოწერა
გახსოვდეთ, რომ ღრუბლებს იქით მზეა, შევძლოთ და ჩვენი ამინდი ჩვენვე შევიქმნათ

2018 წლის ბოლო დღის ამინდის პროგნოზი თანაწამყვანებთან ერთად

თანაწამყვანები: ნათია ქოიავა, მარიამ კუპრავა, გიორგი მეგრელიშვილი, ელენე ქაჯაია, მიშა დიაკონიძე, ხატია სულაბერიძე, ეკატერინე ჩიგოგიძე

დღის ფრაზა:

- ეკატერინე ჩიგოგიძე: გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. იპოვეთ თქვენი ინსპირაცია, გახდით თქვენი ცხოვრების ლიდერი და გახსოვდეთ, რომ თქვენში არის უნიკალურობა

- შოთა ნოზაძე: გისურვებთ, ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის, გახსოვდეთ, რომ ღრუბლებს იქით მზეა, შევძლოთ და ჩვენი ამინდი ჩვენვე შევიქმნათ

- ელენე ქაჯაია: ყოველი დღე ახალი შანსია ცხოვრების უფრო ბედნიერად და ხალისიანად დაწყების

- გიორგი მეგრელიშვილი: მთლიანად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. მე მინდა ჩემი პროფესიის ხალხს მივმართო, რომ შექსპირის 66-ე სონეტის წაკითხვა არ მოგვინდეს არასდროს

მარიამ კუპრავა: მოვეფეროთ და უანგაროდ გავულამაზოთ თითოეული დღე ერთმანეთს.

- ხატია სულაბერიძე

უმთავრეს, უმთავრეს, უმთავრეს სამშობლოს,

სამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი,

ახალ წელს, ახალ დღეს, ახალ მზეს ვულოცავ,

მე მისი მარადის ცისფერი ფრინველი

- ნათია ქოიავა: მომდევნო წლიდან და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში თუ გვინდად მოხდეს ის, რაც აქამდე არ მომხდარა, გავაკეთოთ ის, რაც არასდროს გაგვიკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0