"უპრეცედენტო შემთხვევა" — პოლიტოლოგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა

გამოწერა
ქართველმა პოლიტოლოგმა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა. იხილეთ ვიდეო, თუ რას აცხადებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე

ქართველმა პოლიტოლოგმა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა. იხილეთ ვიდეო, თუ რას აცხადებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თამარ კიკნაძემ თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას. ამის შესახებ კიკნაძემ ისაუბრა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას თემაზე "საქართველოს ახალი პრეზიდენტი - გენდერული თანასწორობის გზაზე", რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

"ეს უპრეცედენტო შემთხვევაა თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად არჩეულია ქალი – სალომე ზურაბიშვილი. ქალების აქტიური მონაწილეობა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქვეყნისთვის უცხო არაა, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა, და თავად სალომე ზურაბიშვილის ფიგურაა ძალიან საინტერესო. ის ქართველი ემიგრანტების, საკმაოდ ცნობილი ფრანგი დიპლომატის შთამომავალია, რომელიც თავად საქართველოში საფრანგეთის ელჩის პოსტს იკავებდა. შემდეგ ზურაბიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო და დღეს ის ქვეყნის პრეზიდენტია. ჩვენ, როგორც ქალები, მივესალმებით ამ ფაქტს და გვინდა ვისურვოთ, რომ მისი მმართველობა წარმატებული იყოს", – განაცხადა კიკნაძემ.

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მას გრიგოლ ვაშაძის დამარცხებაში დაეხმარა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო. ზურაბიშვილს ხმა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა, ანუ არჩევნებში მონაწილეთა 59,52%-მა.

ყველა ახალი ამბავი
0