მიტოვებულმა ქალმა ყოფილი შეყვარებულის „პორშე“ ნაჯახით დაჩეხა – თვითმხილველის ვიდეო

გამოწერა
შემთხვევა კიევში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ აწერს ვარდისფერ პალტოში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი მანქანას შეურაცხმყოფელ სიტყვას პულვერიზატორით, მერე კი მას გამეტებით ურტყამს ნაჯახს

კიევის ცენტრში ახალგაზრდა ქალმა ნაჯახით დაჩეხა ძვირადღირებული Porsche-ს მარკის როდსტერი. ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, რომლებმაც გამძვინვარებული ქერა ქალის შურისძიება კამერებზე აღბეჭდეს. 

შემთხვევა ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ აწერს ვარდისფერ პალტოში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი მანქანას შეურაცხმყოფელ სიტყვას პულვერიზატორით, მერე კი მას გამეტებით ურტყამს ნაჯახს. 

ბოლოს ქალი მანქანის წინა შუშას ამტვრევს, ნაჯახს ტოვებს, იქვე გაჩერებულ მანქანაში ჯდება და მიდის. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძვინვარე ქერამ ასე იძია შური ყოფილ შეყვარებულზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0