როგორ „დაეხმარნენ“ მძარცველებს საიუველირო მაღაზიის გამყიდველები – ალოგიკური ქცევა

გამოწერა
გამყიდველი გოგონები, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად იყვნენ დაცულები და ყაჩაღები ვერანაირად ვერ მისწვდებოდნენ, მაინც ისე შეშინდნენ, რომ საკუთარი ხელით ჩაუყარეს მძარცველებს ძვირფასეულობა

შემოთავაზებულ ვიდეოზე აღბეჭდილია საიუველირო მაღაზიის ძარცვის მომენტი, რა დროსაც გამყიდველი გოგონები, რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურად იქცევიან.

კადრებზე ჩანს, როგორ შედის ბაიკერის ჩაფხუტიანი ორი მძარცველი მაღაზიაში, რომელთაგან ერთი უროთია შეიარაღებული, ხოლო მეორე პისტოლეტით. უროიანი მძარცველი მაშინვე ვიტრინების მსხვრევას იწყებს, მაგრამ ირკვევა, რომ მინები ბრონირებულია. მეორე მძრაცველი პისტოლეტიდან ესვრის შუშას, მაგრამ ვერც ის აკლებს ვერაფერს. 

არ დაიჯერებთ, მაგრამ მძარცველებმა მაინც შეძლეს მაღაზიიდან 120 ათასი დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულების წაღება.

როგორ?

როგორ და გამყიდველი გოგონების დახმარებით, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად იყვნენ დაცულები და ყაჩაღები ვერანაირად ვერ მისწვდებოდნენ, მაინც ისე შეშინდნენ, რომ საკუთარი ხელით ჩაუყარეს მძარცველებს ძვირფასეულობა. 

ყველა ახალი ამბავი
0