ავტობუსის მძღოლთან ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა – მგზავრი ქალის ისტერიკას 15 კაცი ემსხვერპლა

გამოწერა
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებზე ჩანს და ისმის, როგორ ჩხუბობს ქალი მძღოლთან, მერე კი თავსა და მხრებში ურტყამს. ეს უკანასკნელი ცდილობს მოიგერიოს გამძვინვარებული მგზავრი და ამასობაში მართვას კარგავს

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში ავტობუსის მგზავრმა ქალმა, იმის გამო, რომ გაჩერებას გასცდა, მძღოლთან სკანდალი მოაწყო. ის კატეგორიულად მოითხოვდა, დაუყოვნებლივ გაეჩერებინათ მისთვის ავტობუსი, რაზეც ძღოლმა უარი უთხრა იმის გამო, რომ იმ ტერიტორიაზე გაჩერება არ შეიძლებოდა.  

გამოძიების მონაცემებით, ინციდენტის დღეს სარეისო ავტობუსს ჩვეული კურსიდან გადახვევა მოუხდა, რის შესახებაც მძღოლმა მგზავრებს წინასწარ აცნობა მიკროფონით. მაგრამ, როგორც ჩანს, სკანდალის მომწყობმა ქალმა ვერ გაიგონა ნათქვამი. 

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებზე ჩანს და ისმის, როგორ ჩხუბობს ქალი მძღოლთან, მერე კი თავსა და მხრებში ურტყამს. ეს უკანასკნელი ცდილობს მოიგერიოს გამძვინვარებული მგზავრი და ამასობაში მართვას კარგავს. ავტობუსი, რომელიც საათში 51 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, შემხვედრ ზოლზე გადავიდა, სხვა ავტომობილს შეეჯახა, გაანგრია ხიდის მოაჯირი და მდინარეში ჩავარდა 60 მეტრი სიმაღლიდან. 

დაიღუპა ავტობუსის 15-ვე მგზავრი, მძღოლის ჩათვლით. სამაშველო სამსახურმა მდინარიდან ამწით ამოიყვანა ავტობუსი და 13 ცხედარი, ხოლო ორი ვერ იპოვა. 

ყველა ახალი ამბავი
0