ვლადიმერ ვაისი: საქართველოს ლატვიასთან რთული თამაში ელის

გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა, თუ რას ელოდება 16 ოქტომბერს ლატვიის წინააღმდეგ თამაშისგან. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო პრესკონფერენციიდან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა, თუ რას ელოდება 16 ოქტომბერს ლატვიის წინააღმდეგ თამაშისგან.

საქართველოსა და ანდორის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, რომელიც თბილისში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პასუხები გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის, Sputnik საქართველოს კორესპონდენტის  კითხვას ლატვიასთან გასვლითი მატჩის შესახებ.

„ჩვენ რთული თამაში გველის. რა თქმა უნდა, შევეცდებით გავიმარჯვოთ, თუმცა მშვენივრად გვესმის, რომ რიგაში გაგვიჭირდება“, - განაცხადა ვაისმა.

მისი თქმით, ლატვიასთან მატჩის წინ, სავარაუდოდ, მოხდება შემადგენლობის როტაცია, გამომდინარე ტაქტიკური მოსაზრებებიდან და ასევე იქიდან, რომ ზოგი ფეხბურთელი დაღლილია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0