ბუნებრივი კატასტროფა ინდონეზიაში: კუნძულ სულავესიზე ვულკანმა გაიღვიძა

გამოწერა
ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე, სადაც ახლახან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ვულკანმა სოპუტანმა გაიღვიძა და ოთხი კილომეტრის სიმაღლეზე კვამლი ამოუშვა. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე, სადაც ახლახან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ვულკანმა სოპუტანმა გაიღვიძა და ოთხი კილომეტრის სიმაღლეზე კვამლი ამოუშვა. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

ვულკანი დილით ადრე ამოიფრქვა. სპეციალისტთა პროგნოზის მიხედვით, კვამლის ღრუბელი დასავლეთისკენ განაგრძობს მოძრაობას, ამიტომ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მანადოს აეროპორტს მუშაობაში ხელი არ შეეშლება.

ადგილობრივებს ვულკანისგან 4-6,5 კმ მანძილის დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. სოპუტანთან ახლოს მცხოვრებნი ლავის ამოფრქვევის საშიშროების შესახებ გააფრთხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0