NASA კოსმოსში მზის შესასწავლ აპარატს უშვებს

გამოწერა

რაკეტა-მზიდმა Delta IV Heavy-მ სტარტი ფლორიდაში აიღო და მისი საშუალებით მეცნიერები სულ მალე მზის გვირგვინს შეისწავლიან. იხილეთ რაკეტის გაშვების ვიდეო კადრები

United Launch Alliance-ის რაკეტამ სტარტი ფლორიდას კოსმოდრომიდან აიღო. რაკეტამ მაღალ ელიპტიკურ ორბიტაზე გაიყვანა საშუალო ავტომობილის ზომის აპარატი Parker Solar Probe.

Parker Solar Probe, რომელსაც სახელი ცნობილი ასტროფიზიკოსი იუჯინ პარკერის პატივსაცემად დაერქვა, მომავალი შვიდი წლის განმავლობაში 24-ჯერ შემოუვლის დედამიწას. მისი შექმნელები ირწმუნებიან, რომ აპარატი მზის ზედაპირთან 6,1 მილიონი კილომეტრის მანძილზე შეძლებს მიახლოვებას. ასე ახლოს მზესთან ადამიანის მიერ შექმნილი არცერთი აპარატი არ მისულა.

ყველა ახალი ამბავი
0