თავდასხმა მადუროზე: ვენესუელის პრეზიდენტს დრონებით დაესხნენ თავს - ვიდეოკადრები

გამოწერა

ტელეარხი RT და სააგენტო Ruptly ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმის მომენტია ასახული.

კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი სიტყვით გამოდის პუვბლიკის წინაშე, რა დროსაც საიდანღაც აფეთქების ხმა ისმის. მადურო და გვერდით მდგომი გენერლები აქეთ-იქით იწყებენ ცქერას, ხოლო მცველები დაუყოვნებლივ ფარავენ ქვეყნის მეთაურს გასაშლელი ფარებით. ორიოდე წამის შემწდეგ პრეზიდენტი ცდილობს, განაგრძოს სიტყვა, მაგრამ დაცვას ის ადგილიდან გაჰყავს. ამ მომენტში კი კიდევ ერთი აფეთქების ხმა ისმის.

როგორც ვენესუელის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, პრეზიდენტს ასაფეთქებლებით აღჭურვილი დრონებით დაესხნენ თავს. აფეთქებისას შვიდი გვრადიელი დაშავდა. 

პოლიციაში არსებული წყაროს ინფორმაციით, სნაიპერმა შეძლო ჩამოეგდო დრონი,, რომელიც პრეზიდენტის ტრიბუნისკენ მიფრინავდა. 

თვდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო იატაკქვეშა ორგანიზაცია „ფლანელის ჯარისკაცებმა“. 

ყველა ახალი ამბავი
0